Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

6 წლის უკრაინელი გოგონა, რომელიც ბომბებს თავს სარდაფში აფარებდა, გულის შეტევით გარდაიცვალა

ნახვები: 487 6 წლის უკრაინელი გოგონა, რომელიც ბომბებს თავს სარდაფში აფარებდა, გულის შეტევით გარდაიცვალა

უკრაინის ქალაქ ავდეევკაში, 6 წლის ელია ტრაგიკულად დაიღუპა - გოგონა აფეთქებებისა და სროლის ხმების ფონზე სარდაფში ცხოვრობდა. 6 წლის ელიას ოჯახი, ბებია და ბაბუა, ევაკუაციაზე უარს აცხადებდნენ - ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN-ი ავრცელებს.

"6 წლის გოგონა ღამით გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევით. გოგონა ავდეევკაში ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდა. დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფება, მამა კი გარდაცვლილი ჰყავს.

საღამოს გოგონამ ხელ-ფეხში მგრძნობელობა დაკარგა. სამწუხაროდ, არანაირი მექანიზმი არ არსებობს ბავშვების ქალაქიდან სურვილის საწინააღმდეგოდ გაყვანის. ჩვენ მუდმივად მივმართავთ სახელმწიფო დეპუტატებს ამ კანონის მიღების საკითხზე, ვინაიდან უპასუხისმგებლო მშობლები ბავშვებს საფრთხეს უქმნიან," - განაცხადა ავდეევკას სამხედრო-სამშვიდობო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი ბარაბაშმა.

ერთ-ერთი მოხალისე ვლად მახოვსკი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ის სარდაფში 6 წლის ელიასთან ერთად იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, გოგონა ამბობდა, რომ ეშინოდა, თუმცა მისი ოჯახი ევაკუაციაზე უარს აცხადებდა. აღსანიშნავია, რომ ბებია-ბაბუას ქალაქის დატოვებას და ბავშვისთვის სიცოცხლის გადარჩენას სთავაზობდნენ.

"მოგვიანებით კიდევ ვინახულე ოჯახი. ვარწმუნებდი მათ ქალაქი დაეტოვებინათ, არ მოისურვეს. ელიას 6 წლის დაბადების დღეზეც მივაკითხე ტორტითა და საჩუქრით, მათ ბავშვების ნახვის უფლება არ მომცეს არც მაშინ და არც შემდგომ. საშინელი ტკივილია.. ბავშვი, რომელიც სულ რამდენიმეჯერ ვნახე, ასე ძლიერ ჩამივარდა გულში.. როგორ უნდა გადავარჩინოთ ეს ბავშვები?" - წერს მოხალისე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა