რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ირანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალი რეზა აკბარი სიკვდილით დასაჯეს

ნახვები: 455 ირანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალი რეზა აკბარი სიკვდილით დასაჯეს

ირანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალი რეზა აკბარი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ირანული მედია სიკვდილით დასჯის კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე წერს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჩამოახრჩვეს.

ირანელ ყოფილ მაღალჩინოსანს ირანისა და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ალი რეზა აკბარი, რომელიც 2019 წელს დააკავეს, მსჯავრდებული იყო ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და კორუფციაში. თავად აკბარი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ დაზვერვის აგენტები დაკითხვის დროს აწამებდნენ.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ალი რეზა აკბარის მიმართ ირანის გადაწყვეტილებას „ბარბაროსული რეჟიმის პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება“ უწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა