რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილს - შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე, კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა სასამართლომ

ნახვები: 639 თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილს - შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე, კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა სასამართლომ

მიხეილ სააკაშვილი თუ მისმენს, ვეტყვი, ვერაფერსაც დაგვაკლებ – შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე, კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ე.წ. მაგნიტსკის სიაზე საუბრობს არაერთი უპასუხისმგებლო ადამიანი ოპოზიციიდან.

„მე, როგორც იუსტიციის ყოფილ მინისტრს, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ექთანს, თითოეულ ექიმს და სამედიცინო პერსონალს, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ზრუნავს მიხეილ სააკაშვილის, ამ კრიმინალის ჯანმრთელობაზე. ეს არის ძალიან დიდი შრომა, როცა ასეთი უმძიმესი ქცევების მქონე, უპასუხისმგებლო ადამიანთან გაქვს საქმე, ამიტომაც ამ ადამიანებს ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება სიას, ჩვენ მაშინ არ შევუშინებივართ ე.წ. სიას, როცა გვეუბნებოდნენ – დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ, ამოგალპობთ ციხეში, ხელი არ აუკანკალდებოდა არავის, როცა ამას გვეუბნებოდნენ ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი კრიმინალი ბელადი, რომელიც ახლა სრულიად დამსახურებულად ბრძანდება ორპალატიან საკანში და პრეტენზიები აქვს. მაშინ არ შევუშინებივართ, რადგან ვიცოდით, რომ ვიბრძოდით სიმართლისთვის. ახლა ეს სიები შეუძლიათ, შეადგინონ, მერე კარგად წაიკითხონ და შეინახონ თავიანთ რომელიმე უჯრაში. ჩვენ მიჩვეული ვართ უკვე ამ სიების შედგენას, რომ ოცნება აქვთ და ნატრულობენ, რომ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, დაიჭერენ ყველა მინისტრს, ექთნებს, ექიმებს, ამოგვალპობენ ყველას ერთად ციხეში. აი, ახლა თუ მიხეილ სააკაშვილი მისმენს, ვეტყვი, რომ ვერაფერსაც დაგვაკლებ. შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე და კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ. ეს არის ჩვენი კანონის პატივისცემა და აღსრულებაც. ეს არის ჩემი პასუხი. დამღლელია უკვე ამდენი ვითომ მუქარის მოსმენა, რომ ჩვენ დავბრუნდებით და ყველას ამოგალპობთ ციხეში“, – განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა