გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

პაატა მანჯგალაძე - შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში როგორც არ უნდა შემოაპარონ და გააპარონ, ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მაინც ვერ აირიდებს

ნახვები: 231 პაატა მანჯგალაძე - შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში როგორც არ უნდა შემოაპარონ და გააპარონ, ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მაინც ვერ აირიდებს

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში როგორც არ უნდა შემოაპარონ და გააპარონ, ვახტანგ გომელაური პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მაინც ვერ აირიდებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ძალადობასა და ჟურნალისტებზე ნადირობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, რომლებმაც ძალადობა წაახალისეს.

„საუბარი, რომ თითქოს ბანერის გადმოკიდებით ისეთი გარემო შეიქმნა, რომ მინისტრს არ ესაუბრა, არასწორია. მინისტრი ცუდად არ გამხდარა და დისკომფორტი არ ჰქონია. როცა იცი, ადამიანი ჟურნალისტებს ურტყამდა და ბანერის დაკიდებით რაღაც დისკომფორტი შეექმნა, არ მესმის. ეს არის ტყუილი. მზად ვიყავით, ჩვენს ფრაქციას აეხსნა, როგორ უწყობდა ხელს ძალადობას შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი უმოქმედობით და წახალისებით. როცა მინისტრის მოსმენის საშუალება იქნება, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ კოორდინაციაში და სწორედ ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა