ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი სერიოზულ მიდგომას საჭიროებს

ნახვები: 1164 სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი სერიოზულ მიდგომას საჭიროებს

სამწუხაროთ ქვეყნაში ეკონომიკური ცხოვრება იმ პროგნოზებით მიდის, რომელსაც 6 თვის წინ ვარაუდობდით, დამთავრდა სექტემბერი და დღის წესრიგში დადგა ისევ სესხების გადავადების საკითხი. სამწუხაროდ მთავრობის რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა დაგვიანებული და ნაკლებადეფექტური აღმოჩნდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მიაღწია სიტვიერი შეთანხმება საბანკო სექტორის მაღალი რანგის მენეჯმენტთან; კერძოდ ტურიზმის სექტორში, საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებისთვის მოხდეს სესხების რესტრუქურიზაცია. პასუხად საბანკო სექტორის მხრიდან მიიღო დაპირება, რომ კვლავ განიხილონ კონკრეტულად თითოეული კრედიტორისათვის სესხების გადავადების საკითხს.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარება ცოტა დროში დაგვიანებული და ნაკლებადეფექტურია. ასევე ვფიქრობთ, რომ სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი უფრო ფართო სფეროზე უნდა გავრცელდეს.

როგორც მოგეხსენებათ სესხების რესტრუქტურიზაცია, საშუალებას იძლევა სასეხო ვალდებულებების შესრულების ვადები დროის უფრო მეტ პერიოდზე გადანაწილდეს. ასევე შესაძლებელს ხდის, თუ მსესხებელს აქვს რამოდენიმე კრედიტი აღებული , სასესხო დავალიანება გაერთიანდეს და რამდენიმე კრედიტის გადახდის ნაცვლად, მხოლოდ ერთი (ჯამურად გაერთიანებული) სესხის თანხა გადაიხადოს. ასეთის შემთხვევაში მსესხებელისათვის შეღავათი ისაა, რომ მცირდება გადასახადი თანხის რაოდენობა.

საქართველოში ბანკების უმრავლესობას რესტრუქტრიზაციის ცოტა განსხვავებული პრაქტიკა აქვს. კერძოთ სესხის რესტრუქტურიზაციისას ემატება რესტუტურიზირებული სესხის გაცემის საკომისიო, რითაც იზრდება სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ასევე იზრდება საპროცენტო განაკვეთიც, რომლის ფორმირების პრინციპი და მეთოდიც გაურკვეველია.

ვფიქრობთ სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი , გარდა ტურისტული სექტორისა პირველ რიგში მოსახლეობის მიერ აღებულ სამომხმარებლო სესხებსა და ასევე ნაწილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებზეც უნდა გავრცელდეს.

„კორონაეკონომიკ"-ის შედეგად შექმნილი სიტუაციის გამო, აუცილებელია მთავრობამ და საბანკო სექტორმა ერთმანეთთან მეტად ნაყოფიერად უნდა იმუშაოს, რათა ქართული საბანკო სექტორის მხრიდან მოხდეს დათმობაზე წასვლა და რესტრუქტურიზაციის პირობები მკაცრად გაიწეროს. კერძოდ, ვგულისხმობთ იმას, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკვე ჩავარდნილია სამომხმარებლო სესხების კაბალაში, (ვგულისხმობთ იმ კატეგორიას, ვისაც უკვე შექმნილი აქვს ამ კუთხით პრობლემა და ვადაგადაცილებულ პრობლემატურ კატეგორიაშია) მათთვის მაინც ოქტომრის თვის მდგომარეობით არსებული სასესხო ვალდებულებები (როგორც ძირი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი ) დაფიქსირდეს და მოხდეს ამ დავალიანების გადახდის გრაფიკის შედგენა - თვეებზე გადანაწილებით ისე, რომ მას შემდგომში რაიმე დამატებითი პროცენტი არ დაერიცხოს.

ნიკა შენგელია - ანალიტიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა