Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

გურამ მაჭარშვილი - პრაქტიკულად შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა გადაარჩინა, რომ მეტი დესტრუქციული ქმედებები არ ჩაედინა

ნახვები: 418 გურამ მაჭარშვილი - პრაქტიკულად შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა გადაარჩინა, რომ მეტი დესტრუქციული ქმედებები არ ჩაედინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის მოსაზრებით, პრაქტიკულად შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა გადაარჩინა, რომ გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე მეტი დესტრუქციული ქმედებები არ ჩაედინა.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, აბსურდულია, რომ ოპოზიციამ ეთიკის საბჭოში პაპუაშვილს იძულების აღკვეთის გამო უჩივლოს.

მაჭარაშვილის თქმით, თინა ბოკუჩავა სპიკერატის ადგილთან დესტრუქციული ქმედებების განსახორციელებლად მიდიოდა.

„თუ ვინმე მეტყვის, რომ თინა ბოკუჩავა კახა კუჭავასთან კონსულტაციების გამართვის მიზნით მიდიოდა ისტერიულ ფონზე, ეს არ ვიცი, მაგრამ პრაქტიკულად, პაპუაშვილმა ბოკუჩავას ისტერიის განეიტრალება მოახერხა. აქედან გამომდინარე, აბსურდულია, რომ ოპოზიციამ ეთიკის საბჭოში პაპუაშვილს იმისთვის უჩივლოს, რომ აღკვეთა იძულება, რადგან ის სპიკერთან იმიტომ მიდიოდა, რომ ძალადობრივი, დესტრუქციული ქმედებები განეხორციელებინა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა