ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ არ მიგვიღია კანდიდატის სტატუსი, ამან გარკვეული სახის იმედგაცრუება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში

ნახვები: 461 სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ არ მიგვიღია კანდიდატის სტატუსი, ამან გარკვეული სახის იმედგაცრუება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიუღებლობამ ქართველებში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Oxford Union-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ერთ-ერთი პირველია, ვინც საქართველოში რეფორმების ნაკლებობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანა უნაკლო არ არის, მაგრამ - პრეზინდეტი დარწმუმებულია, რომ "საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე მეორე "არა" მიიღოს".

სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო. მისი შეფასებით, ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა მხოლოდ რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავებაა.

"ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რომელიც ჯერჯერობით ბოლომდე არ დაფასებულა არც ქართველი მოსახლეობის და ასევე შეიძლება ჩვენი ზოგიერთი პარტნიორის მიერ, ვინც ეს ევროპული პერსპექტივა მოგვცა. რა თქმა უნდა ამავდროულად, ჩვენ არ მიგვიღია კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა მეგობარმა და პარტნიორმა მიიღო. ამან გარკვეული სახის იმედგაცრუება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, რადგან მათთვის ნათელი იყო ის ფაქტი, რომ რომ ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ, შესაძლოა, უფრო შორს წავედით [ევროინტეგრაციის] გზაზე მიღებული კანონმდებლობის, შიდა რეფორმების თვალსაზრისით, რომლებიც ამ ევროინტეგრაციის გზაზე მოგზაურობის 30 წლის განმავლობაში იქნა მიღებული. ამის გამო გარკვეული იმედგაცრუება გაჩნდა მოსახლეობაში, თუმცა ამავდროულად გვესმის ის ფაქტი, რომ  ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ორი დანარჩენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არსებითად იმ ბრძოლის წყალობით მოხდა, რომელიც უკრაინელი ხალხი უძღვება და ერთის მხრივ არსებობდა პოლიტიკური მიზეზები იმ ფაქტში, რომ სამხედრო საფრთხის ქვეშ ყველაზე მეტად მყოფმა ორმა სახელმწიფომ მიიღეს ეს აღიარება და საქართველო, რომელიც ასე პირდაპირ არ იყო სამხედრო საფრთხის ქვეშ, შეფასდა სხვა დამსახურებების მიხედვით, და იყო გარკვეული პოლიტიკური მიზეზები, რატომ იქნა ეს განსხვავება გაკეთებული," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა