რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

არჩილ თალაკვაძე - უკიდურესად დამწუხრებული ვარ ბროვარიში მომხდარის გამო, ჩემი ღრმა სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს, გამაგრდი უკრაინა

ნახვები: 502 არჩილ თალაკვაძე - უკიდურესად დამწუხრებული ვარ ბროვარიში მომხდარის გამო, ჩემი ღრმა სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს, გამაგრდი უკრაინა

„ქართული ოცნების“ წევრი, საქართველო-უკრაინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში, ბროვარიში მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

თალაკვაძე გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„უკიდურესად დამწუხრებული ვარ ბროვარიში ვერტმფრენის გამანადგურებელი კატასტროფის გამო, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვების. ჩემი ღრმა სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს. გამაგრდი, უკრაინა“, – წერს თალაკვაძე „ტვიტერში“.

უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა