ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ადამიანები 4 თვეა ციხეში არიან და დღემდე არ არის დადგენილი, რეალურად რა ტიპის გადაცდომაზე ან შეცდომაზე იყო საუბარი - კობა ხარშილაძე

ნახვები: 504 ადამიანები 4 თვეა ციხეში არიან და დღემდე არ არის დადგენილი, რეალურად რა ტიპის გადაცდომაზე ან შეცდომაზე იყო საუბარი - კობა ხარშილაძე

ვინ არის დამნაშავე, ამ შეკითხვაზე პასუხს მეც ველოდები, - ასე უპასუხა კომპანია „გრინსერვის პლუსის” მეწილემ კობა ხარშილაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ არის დამნაშავე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიაზე დაკავებულთა სხდომას ესწრებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დადგა ტრაგიკული და გამოუსწორებელი შედეგი. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ბრალდება სხვა მაღალი თანამდებობის პირებამდეც მივიდეს, ხარშილაძე პასუხობს: “არ მგონია”.

ადამიანები 4 თვის განმავლობაში ციხეში არიან და დღემდე არ არის დადგენილი, რეალურად რა ტიპის გადაცდომაზე ან შეცდომაზე იყო საუბარი. სამი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ, მაგრამ მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა. [შადრევანი ტრაგედიამდე] რა თქმა უნდა, სწორდებოდა, კეთდებოდა, სატესტო რეჟიმში მუშაობდა. პროექტის ბრძანება ასეთი არავის გაუცია, შეიცვალა პროექტი, შეთანხმდა დადგენილი წესით", - განაცხადა ხარშილაძემ და აღნიშნა, რომ სამუშაოები პროექტის მიხედვით ჩატარდა.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას ტრაგედიის შემდგომ კომპანია „გრინსერვის პლუსის” მხრიდან ტენდერებში კვლავ მონაწილეობის შესახებ.

„რა თქმა უნდა, ემოციები იყო, განცდები ყველას ჰქონდა, მაგრამ ჩვენ, ერთმანეთის მიმართ, „გრინსერვისის” თანამშრომლებს, როგორც უფლებები ისე ვალდებულებები გვაქვს. ვალდებულებები გვაქვს ადამიანებთან, რომლებთანაც 15 წელია ვთანამშრომლობთ. ამიტომ, არცერთ ადამიანს თავის ემოციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ აქვს. ამ ადამიანები უკან დგანან ოჯახები", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა