ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს

ნახვები: 548 საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ კლინიკა „ვივამედიდან“ ცნობა წაიკითხა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმი მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემს. ასევე მოსამართლემ წაიკითხა აღნიშნულ ცნობაზე სააკაშვილის მინაწერი, რომ ის სხდომაზე დისტანციურად ჩართვას ვერ შეძლებს, რადგან გუშინ გონება დაკარგა და დაეცა.

ამასთან, როგორც სააკაშვილის ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაში მონაწილე ექსპერტები დაიკითხებიან. ხაჭაპურიძის განცხადებით, იგეგმება სამი ექსპერტის დაკითხვა და მათი სურვილია, დღესვე დაიკითხოს კლინიკა „ვივამედის“ ექთანიც. ადვოკატის თქმით, ექსპერტები სამ დიაგნოზს დაადასტურებენ, რომლებიც, მისივე განცხადებით, სასჯელისგან გათავისუფლების საფუძვლებია.

ამასთან, როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, გასულ სასამართლო სხდომაზე მოითხოვეს, რომ სააკაშვილი დასწრებოდა პროცესს და ამ შუამდგომლობას დღესაც დააყენებენ. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ, ექიმების თქმით, სააკაშვილის ტრანსპორტირების სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, მსჯავრდებული მზად არის, სხდომას დაესწროს. სააკაშვილის ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ საქმეზე შვიდი ექსპერტი დაიკითხა და დასაკითხია კიდევ 10-მდე ექსპერტი.

სასამართლოში იმყოფება ასევე ცენტრ „ემპათიის“ კონსილიუმის ნევროლოგი ოთარ თოიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სასამართლოს დეტალურ ჩვენებას მისცემს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა