სერია A-ს მე-19 ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სალერნიტანას" ესტუმრება, გაციების გამო ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამის შესახებ ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ხვიჩა სალერნოში ჩვენთან ერთად არ წამოვა. ქართველი უკეთაა, თუმცა ექიმების რეკომენდაციების გამო სახლში დარჩება" - განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი ხვალ, 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ხვიჩა კვარაცხელია "სალერნიტანასთან" მატჩს გამოტოვებს
ნახვები: 558