რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

22-24 ივლისს რეგიონალური სამოქალაქო აქტივისტების, ექსპერტების, ანალიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართება

ნახვები: 380 22-24 ივლისს რეგიონალური სამოქალაქო აქტივისტების, ექსპერტების, ანალიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართება

....

22-24 ივლისს, ურეკში, სასტუმრო „კოლხიდაში" რეგიონალური სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების ექსპერტების, ანალიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი (CIIC) და აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი.

სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ლაგაზიძის განმარტებით, მსგავსი ფორმატი ემსახურება რეგიონალური სამოქალაქო ორგანიზაციებისა და EECMD-ის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ქსელის გაძლიერებას, მათი კავშირების უზრუნველყოფას მედიისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან, ასევე ანტიდემოკრატიული იდეებისა და ტენდენციების წინააღმდეგ გააქტიურებას.

„ღონისძიების სადისკუსიო თემები მოიცავს მსჯელობას ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. მიზეზები, პრობლემებსა და გამოსავლის გზების ძიებაზე. ასევე, სისტემურ გამოწვევებზე და თვითმმართველობის რეფორმებზე, სტრატეგიული მიზნების იდენტიფიკაციასა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ეფექტურობაზე", - აცხადებს ლაგაზიძე.

სამოქალაქო აქტივისტები ექსპერტებისა და ანალიტიკოსების, მედიის წარმომადგენლეთა ჩართულობით, ცალკეულ საკითხებზე იმსჯელებენ სამუშაო ჯგუფების ფორმატში. სესიებისა და პანელური დისკუსიის ფორმატში წარადგენენ შეჯერებულ პოზიციას კონკრეტული პრობლემებისა თუ მათი გადაწყვეტის ფორმებზე.

ღონისძიების ფორმატში მოხდება გამოწვევების რეგიონალური მოდელებისა და მათი გამომწვევი ძირითადი, სისტემური პრობლემების იდენტიფიკაცია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა