ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

გრიგოლ ვაშაძე - ეჭვი მეპარება, რომ შარლ მიშელის შეხვედრამ მმართველ გუნდთან ან ოპოზიციასთან კომპლიმენტარული ტონით ჩაიარა

ნახვები: 259 გრიგოლ ვაშაძე - ეჭვი მეპარება, რომ შარლ მიშელის შეხვედრამ მმართველ გუნდთან ან ოპოზიციასთან კომპლიმენტარული ტონით ჩაიარა

არ მგონია და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრამ მმართველ გუნდთან ან ოპოზიციასთან კომპლიმენტარული ტონით ჩაიარა, - ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

​გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ შარლ მიშელი უკიდურესად შეშფოთებული, გაღიზიანებული და დამწუხრებულია იმით, რაც საქართველოში ხდება.

„არ შეიძლება, ჩვენთან ჩამოვიდეს ევროპის კავშირის სამეულის, ოთხეულის წამყვანი პოლიტიკოსი მას შემდეგ, რაც მოხდა 5-6 ივლისს საქართველოში და ის კმაყოფილი იყოს, როგორ სრულდება მისი ეგიდით, ინიციატივითა და ძალისხმევით შედგენილი დოკუმენტი ან რა ხდება იმ სავალალო საკითხში, რასაც ქართული დემოკრატია ჰქვია. ყველა ვლაპარაკობთ სამართლიანად, რომ ფეხქვეშ გაითელა პრესის თავისუფლება და ღირსება. 53 ჟურნალისტი ნაცემია ან დამცირებული. ღმერთი გაანათლებს ლექსო ლაშქარავას სულს, რომელიც შეეწირა ამ უბედურებას, მაგრამ კიდევ უფრო სასოწარკვეთილი ვარ, რომ არავინ ლაპარაკობს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხზე. საქართველოს მოქალაქეებს, არ აქვს მნიშვნელობა, მრავალრიცხოვან თუ მცირერიცხოვან ნაწილს, წაართვეს კონსტიტუციური უფლებები. წაართვეს შეკრების, მშვიდობიანი მსვლელობის, სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. გამოვიდა, რომ ჩვენ კონსტიტუცია გვაქვს მოქალაქეების ერთი ნაწილისთვის და ეს კონსტიტუცია არ ვრცელდება მოქალაქეების მეორე ნაწილზე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ბოდიშის მოხდა და თანამდებობიდან გადადგომა უნდა ისწავლოს.

„არ აქვს მნიშვნელობა, შარლ მიშელი იქნება თუ ვინმე სხვა, მათ ადგილზე დააყენეთ თქვენი თავი და წარმოიდგინეთ, როგორ დაელაპარაკებით იმ პოლიტიკურ კლასს, არ აქვს მნიშვნელობა მმართველ გუნდს წარმოადგენს თუ ოპოზიციას, რომელიც უშვებს თავის სახელმწიფოში 5-6 ივლისს. ხელისუფლებამ ბოდიშის მოხდა და გადადგომა უნდა ისწავლოს. ის ბავშვური ტიტინი იმაზე, რომ არ ვიცოდით. დიდი ბოდიში ან იცოდით და არ გააკეთეთ, ან არ იცოდით და იმიტომ ვერ გააკეთეთ. ორივე სავალალო შედეგებით მთავრდება და არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. არ ვიცი, ვის მიმართ იყო კრიტიკული, მაგრამ წარმოდგენილი მაქვს, რომ თავისი პრეტენზიები მიშელმა ორივე მხარეს წაუყენა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა