ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

"დე ლაურენტისი ხვიჩას ნაცვლად მის შეძენაზე ოცნებობდა" - იტალიელმა ჟურნალისტი

ნახვები: 630 "დე ლაურენტისი ხვიჩას ნაცვლად მის შეძენაზე ოცნებობდა" - იტალიელმა ჟურნალისტი

ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბიო მანდარინიმ Televomero-ს ეთერში "ნაპოლის" ბოლო ტრანსფერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აურელიო დე ლაურენტისს თავდაპირველად არა ხვიჩა კვარაცხელიას, არამედ ლუის სინისტერას შეძენა სურდა.

"გეტყვით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, აურელიო დე ლაურენტისი ვის შეძენაზე ოცნებობდა, ამის შესახებ ამბავი ჩიტმა მომიტანა.

"ნაპოლის" დირექტორს კრისტიანო ჯუნტოლისა და მფლობელს აურელიო დე ლაურენტისს "ფეინორდის" თავდამსხმელის ჯოვანი სინისტერას შეძენა სურდათ, ლორენცო ინსინიეს შემცვლელად, სწორედ კოლუმბიელს განიხილავდა.

თუმცა ნეაპოლელებმა მის გადმობირებაზე უარი განაცხადეს, რადგან ჰოლანდიურმა კლუბმა შემტევის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვა, ამის ნაცვლად,

 

"ნაპოლიმ" 10 მილიონ ევროდ ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა.

ფაქტია, ჯუნტოლი შესანიშნავად მუშაობს, რადგან ყოველთვის ახერხებს სწორი გამოსავლის პოვნას, "პარტენოპეი" შემადგენლობას ყოველთვის აუმჯობესებს" - განაცხადა მანდარინიმ.

ლუის სინისტერა გასულ ზაფხულს 25 მილიონის სანაცვლოდ "ლიდს იუნაიტედს" შეუერთდა. კოლუმბიელმა ამ სეზონში 11 მატჩი გამართა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" მიმდინარე სეზონში ჯამში 20 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 9 გატანილო გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.

sportall.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა