Russia loses another 1,400 troops in war against Ukraine in past 24 hours
Russian ballistic missile attack on Kyiv kills one, injures 10 and damages medical facilities and school
Melania Trump’s chief adviser: Russia pledges to respect Oleshky residents’ evacuation choices
Zelensky enacts NSDC decision on national security strategy
Russia expanding recruitment of African mercenaries amid heavy losses in Ukraine war – Bloomberg
Partisans gather intelligence on security at substation in Russian-occupied Dzhankoi
რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავებულთა შორის სტუდენტებიც არიან
ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა – გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა

ირაკლი ზარქუა - ვფიქრობ, ჯიმ რიში შეცდომაშია შეყვანილი

ნახვები: 529 ირაკლი ზარქუა - ვფიქრობ, ჯიმ რიში შეცდომაშია შეყვანილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას შეფასებით, სენატორი ჯიმ რიში შეცდომაშია შეყვანილი, რადგან ოპერატორის გარდაცვალება 5 ივლისს მომხდარ ცემასთან დააკავშირა.

„ამ დროს ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, ექსპერტული დასკვნა, სადაც მათ შორის „ტვ პირველის" დაქირავებული ექსპერტი ამბობს, რომ ოპერატორის ცემასა და გარდაცვალებას შორის კავშირი არ არის. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, მინიმუმ საინფორმაციო ვაკუუმშია", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, ზარქუას თქმით, რეფორმის მიმართულებით გამოწვევები არსებობს.

„ეს არის სასამართლოს მიმართულებით, ამას ჩვენც ვაღიარებთ და ვამბობთ. ამიტომაც არის, რომ ყველა რეფორმა ამისკენაა აქცენტირებული. არ არსებობს იდეალური დემოკრატია და იდიალური სასამართლო სისტემა. ჩვენ ვნახეთ მათ შორის შეერთებულ შტატებშიც ის გამოწვევები, რაც აქვთ, ისევე როგორც ევროპაში. იქ შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ეტაპ-ეტაპ რეფორმებს ატარებს, მიდის უკეთესი მომავლისკენ, თუმცა გამოწვევები რჩება და ჩვენ, ყველა უნდა დავეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში. ვეთანხმებით. ჩვენც ვიცით, რომ არის გამოწვევები, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო მიმართულებით და სწორედ ეს რეფორმები ამ გამოწვევების აღმოფხვრას ეხმიანება", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში უკან გადადგმული ნაბჯების გამო შეწუხებულია.

ჯიმ რიშმა ყურადღება გაამახვილა გასულ კვირებში 50-ზე მეტი ჟურნალისტის ცემის ფაქტებზე, ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა