თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს - ლაჩინი-სტეპანაკერტის გზა აზერბაიჯანის მიერ ბლოკირებული არ არის

ნახვები: 517 ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს - ლაჩინი-სტეპანაკერტის გზა აზერბაიჯანის მიერ ბლოკირებული არ არის

ზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ლაჩინი-სტეპანაკერტის გზა აზერბაიჯანის მიერ ბლოკირებული არ არის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ლაჩინის დერეფანში შექმნილი სიტუაციის გამო. ენტონი ბლინკენმა გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებების მიმართ. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ლაჩინი-ხანქენდის (სტეპანაკერტის) გზაზე არანაირი ბლოკადა არ არის და ხაზი გაუსვა, რომ 2022 წლის 12 დეკემბრის შემდეგ ამ გზაზე უზრუნველყოფილია 980 სატრანსპორტო საშუალების გავლა, რომელთაგან 850-ზე მეტი რუს მშვიდობისმყოფელებს ეკუთვნოდა, 120-ზე მეტი კი – „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს. ამას გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა რომ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის საშუალებით უზრუნველყოფილია ყარაბაღში მცხოვრები 90-მდე ავადმყოფის და სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირის სომხეთში ტრანსპორტირება. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ლაჩინი-ხანქენდის გზა არ არის დაკეტილი აზერბაიჯანის მიერ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე, სადაც დროებით განთავსებული არიან რუსი მშვიდობისმყოფელები, წიაღისეულის საბადოების უკანონო ექსპლუატაცია უნდა შეწყდეს, აზერბაიჯანს კი უნდა შეეძლოს მუდმივი მონიტორინგისა და ინსპექტირების ჩატარება. ალიევმა ასევე განაცხადა, რომ ლაჩინის გზა გამოიყენება სომხეთის მიერ წარმოებული ნაღმების უკანონო გადატანისთვის.

გარდა ამისა, ალიევმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უნდა მოიცავდეს მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას საერთაშორისო სამართლის ნორმების და აზერბაიჯანის მიერ წარდგენილი ხუთი პრინციპის საფუძველზე. მისი თქმით, ყარაბაღის ეკონომიკურ ზონაში მცხოვრები სომხური მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება დაცული იქნება აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად.

ილჰამ ალიევსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტიც ავრცელებს. უწყების ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა ილჰამ ალიევს, დაუყოვნებლივ გახსნას ლაჩინის დერეფანი კომერციული გადაზიდვებისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ ლაჩინის დერეფანში ჰუმანიტარული კრიზისის რისკი ძირს უთხრის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პერსპექტივას.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა