ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ გონს თუ არ მოეგება, პარტნიორი ქვეყნებისგან შეფასებები კონკრეტულ ნაბიჯებად გარდაიქმნება

ნახვები: 323 ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ გონს თუ არ მოეგება, პარტნიორი ქვეყნებისგან შეფასებები კონკრეტულ ნაბიჯებად გარდაიქმნება

პარტნიორი ქვეყნის მხრიდან კრიტიკის ისეთ ნიაღვარს ვერ ვიხსენებ, რასაც „ქართული ოცნება" დღეს იღებს და როგორ არაადეკვატურ რეაგირებას ახორციელებს, - ამის შესახებ „ლელოს" წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი სასწორზე აგდებს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობას, რაც უპასუხისმგებლო ქცევაა.

„ეს არის ცეცხლთან თამაში, სრულიად უპასუხისმგებლო ქცევაა, როცა მმართველი ძალა სასწორზე აგდებს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობას, რათა როგორმე შეინარჩუნოს სრული კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე და პასუხი არ აგოს იმაზე, რომ მიმდინარეობდა 5 ივლისს სისტემური ორგანიზებული დევნა მედიაზე. „ქართული ოცნება" გონს თუ არ მოეგება და ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადადგამს, რა თქმა უნდა, ეს შეფასებები კონკრეტულ ნაბიჯებად გარდაიქმნება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში უკან გადადგმული ნაბჯების გამო შეწუხებულია.

ჯიმ რიშმა ყურადღება გაამახვილა გასულ კვირებში 50-ზე მეტი ჟურნალისტის ცემის ფაქტებზე, ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა