გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ანდრეი კასიანოვი - საქართველომ სხვა მიმართულებით დაიწყო სვლა

ნახვები: 463 ანდრეი კასიანოვი - საქართველომ სხვა მიმართულებით დაიწყო სვლა

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატოს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა დაიწყო, თუმცა ოფიციალურად აცხადებს, რომ განაგრძობს ევროპული გზის ერთგულებას. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველომ, მოგეხსენებათ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მიმართა. ამჟამად საქართველო ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რასაც არ უარყოფს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ რეალურად გვაქვს ის, რომ ქვეყანამ, რომელიც განაგრძობს თანმიმდევრულ მოძრაობას ევროკავშირისა და ნატოსკენ თავისი პოლიტიკოსების განცხადებებში, სხვა მიმართულებით სვლა დაიწყო“ , - განაცხადა კასიანოვმა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ზოგად პრინციპებს და ევროკავშირის სანქციების მესამე პაკეტის დარღვევის ფაქტს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა