თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბაჩო დოლიძე - არავინ არავისგან არავითარ საჩუქრებს არ იღებს

ნახვები: 517 ბაჩო დოლიძე - არავინ არავისგან არავითარ საჩუქრებს არ იღებს

არ ვიცი, რა მიზანი ჰქონდა აღნიშნული საკითხის წამოწევას, ერთი, რაც ვიცი აუდიტის სამსახური დაინტერესებულა. შესაბამისად, ალბათ უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის ბატონი ლევანი, რომ გამოიძიოს აღნიშნულმა სამსახურმა, რას ჰქონდა ადგილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ არავითარ საჩუქრებს არავისგან არ იღებს, არც უკვირს ვინმეს მანქანები და ა.შ.“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, ამომრჩეველი კარგად ხედავს, ვინ ვინ არის.

„არიან ადამიანები, ვისთვისაც თურმე მანქანაა ყველაფერი. ვცდილობ, მოვრჩე ამ საკითხზე საუბარს, რადგან იმდენად ფსკერია ეს ყველაფერი, აღარაფერში წერია. ეს მოქმედებს იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, ვინც აქცენტებს აკეთებს, სპეკულირებენ და ტყუილებს ამბობენ. მივიდნენ, ნახონ, სად არის ეს მანქანა და ვის სახელზეა. ძალიან ცუდ პრეცედენტს აქვს ადგილი და ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანები ასე პატარავდებიან. აბსოლუტურად ყველაფერს ველოდები, აღარაფერს გამოვრიცხავ ჩემდა სამწუხაროდ. ეს მოქმედებს კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც კადრულობენ ყველაფერს. თორემ რა შუაშია პარტია და ამომრჩეველი. ამომრჩეველმა ძალიან კარგად დაინახა, ვინ ვინ არის. არავინ არავის გარიცხავს პარტიიდან, უბრალოდ ნდობის მომენტია, ზოგ ადამიანს უფრო მეტად ვენდობით, ვიღაცას საერთოდ არ ვენდობით, ეს არის და ეს, თორემ ჩვეულებრივად, სადაც იყვნენ, იყვნენ იქ. ვინ რას უშლის, ზოგი პარლამენტში ზის, ზოგი სად. საბოლოოდ, ვინ რისი გამკეთებელია, ვნახეთ. ამით არ მგონია, ელექტორალური ზიანი დადგეს“, – განაცხადა დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა