Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

პაატა მანჯგალაძე - დემოკრატია, სასამართლო თუ არ არის, ინვესტიცია არ შემოვა, რეიტინგებში „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც მოწინავე ადგილები იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ სიტყვის თავისუფლება არსებობდა

ნახვები: 364 პაატა მანჯგალაძე - დემოკრატია, სასამართლო თუ არ არის, ინვესტიცია არ შემოვა, რეიტინგებში „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც მოწინავე ადგილები იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ სიტყვის თავისუფლება არსებობდა

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება" სერიოზულ დაბრკოლებად იქცა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის და მოქალაქეების ინტერესებისთვის.

მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლებასთან, სასამართლოსთან და არჩევნებთან დაკავშირებით განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გადადგმულმა ნაბიჯებმა, ქვეყანა კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა.

„ამაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება". თუ არ არის თავისუფალი სასამართლო, თუ ჟურნალისტებს ქუჩაში დასდევენ თავისუფალი სიტყვის გავრცელების გამო, ეს არის ნებისმიერი ხელისუფლების ფსკერი. ასევე, ამერიკის სენატში გაკეთდა განცხადებები, როცა იყო ლაპარაკი, რომ უზურპირებულია სასამართლო ხელისუფლება ოლიგარქის მიერ. ეს ძალიან მძიმე განცადებებია. ამას აფასებენ ჩვენი ინვესტორები, ვინც საქართველოში შემოსვლას აპირებს. თუ დემოკრატია და სასამართლო არ არის, არანაირი ინვესტიცია არ შემოვა საქართველოში. რეიტინგებში „ნაციონალური მოძრაობის" დროსაც ძალიან მოწინავე ადგილები იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ სიტყვის თავისუფლება იყო", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა