თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ნახვები: 486 კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს, თეა ბეგიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, აღნიშნულ საფრთხეებს კი, 7 000-ლარიანი გირაო უზრუნველყოფდა. დაცვის მხარე პროკურორის პოზიციას არ იზიარებდა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ამასთან, სხდომაზე ბრალდებულმა საკუთარი პოზიცია გამოთქვა. ბეგიაშვილის განცხადებით, მის მიერ განხორციელებული ქმედებებში გადაცდომა არ ყოფილა.

„ჩემს საქციელში არანაირ გადაცდომას არ ჰქონია ადგილი. ხელმოწერა, რომელიც ფიქსირდება პაციენტის დანიშნულების ფურცელში, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, იმის დასტურია, რომ დანიშნულებაში მოცემული მედიკამენტები ჩემ მიერ იყო დატოვებული პაციენტთან. დღესაც იმავე მდგომარეობაში ვართ ყველა პაციენტთან. თეა ბეგიაშვილი ტოვებს მედიკამენტს – ამით დავადასტურე, რომ ზუსტად ეს მედიკამენტები გაუკეთდა იმ პაციენტს და ის თეა ბეგიაშვილმა დატოვა“, – აღნიშნა ექთანმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს პაციენტი, ახალი კორონავირუსის მკურნალობის მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოთავსდა და მისი სამედიცინო ისტორია გაიხსნა.

პაციენტის მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმებისა და ექთნების მიერ ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი – „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, რომლებშიც უთითებდნენ ინფორმაციას პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტებისა და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით ადასტურებდნენ ექიმი და მორიგე ექთანი, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს სამედიცინო მანიპულაციები.

2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი, რითიც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა სამედიცინო ისტორიაში მოათავსა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა