რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ნიკა მელია - არჩევნები შესაძლოა დასრულდეს ორი შედეგით: პარტია გაძლიერდება ან გადავა სულის ღაფვის რეჟიმში

ნახვები: 356 ნიკა მელია - არჩევნები შესაძლოა დასრულდეს ორი შედეგით: პარტია გაძლიერდება ან გადავა სულის ღაფვის რეჟიმში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, შიდა პარტიული არჩევნებისთვის რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მელია წერს, „ხალხს სურს, რომ პროცესები ლიდერებს მიჰყავდეთ და არა რუხი კარდინალების წარმომადგენლებს”.

„რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. დარეგისტრირდა 49 756 ამომრჩეველი. რამ განაპირობა საზოგადოების ასეთი მძაფრი ინტერესი და აქტიურობა? ამომრჩევლებმა, მხარდამჭერებმა ცხადად დაინახეს საფრთხე, რომ თუ არ იაქტიურებენ ამ პარტიის მართვაც ზუსტად იმავე სტილში მოხდება, როგორც იმართება ეს ქვეყანა - არაფორმალურ მმართველის მიერ.

ხალხს უნდა, რომ არაფორმალური გავლენებისგან დაიცვას და გადაარჩინოს პარტია! ხალხს უნდა რომ პარტიაზე გავლენა ჰქონდეს ხალხს და არა ფულს. ხალხს უნდა რომ პარტია იმართებოდეს მათი რჩეულის მიერ და არა მათ მიერ, ვინც კულისებშია. ხალხს უნდა, რომ პროცესები მიჰყავდეთ ლიდერებს და არა რუხი კარდინალების წარმომადგენლებს. ფარული კენჭისყრა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს 10:00 საათზე დასრულდება.

ეს არჩევნები ღირებულებითი არჩევნებია. ეს არჩევნები შეიძლება დასრულდეს ორი შედეგით. ან პარტია არათუ გადარჩება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება - გაიზრდება, როგორც მხარდამჭერთა რაოდენობა, ისე ნდობა მის მიმართ, ან საბოლოოდ დაკარგავს ამ შანსს და გადავა სულის ღაფვის რეჟიმში.

კენჭისყრა იქნება ფარული. ვერავინ ვერ გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა და იმედია, დამარცხებული აღიარებს არჩევნების შედეგებს და მიულოცავს გამარჯვებულს. აუცილებლად გავიმარჯვებთ ღირსებით და სიმართლით!“, - წერს მელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა