ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიხეილ დუნდუა - საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ

ნახვები: 495 მიხეილ დუნდუა - საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ

საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, გაერო-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2023“ კომენტირებისას განაცხადა.

საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში ეკონომიკური ზრდის შეფასება და პროგნოზები გაზრდილია.

„გაერო-მ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. გაერო-ს შეფასებით, თუ 2022 წლის ანგარიშში, ვარაუდობდა 4,4%-ის დონეზე ეკონომიკურ ზრდას, უკვე გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 10,8%-ია, ხოლო 2023 წელს ნაცვლად 4%-ისა არის 5,2%, რაც ნათლად მიანიშნებს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს მიმართ აქვთ პოზიტიური მოლოდინი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები უმჯობესდება საქართველოსთან მიმართებით.

„თუ შევხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებს და ასევე, გაერო-ს პროგნოზს, ვნახავთ, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი უკეთესია, ბოლოს გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის პროგნოზზე და მასზე უკეთესია გაეროს პროგნოზი. ეს მიანიშნებს, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ნათელი და ცხადი წარმოდგენა ექმნებათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა არის მყარი, ძლიერი და კარგი იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა განახლდეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგნოზები, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტუტები აქვეყნებენ, როგორც წესი, კონსერვატიულია და უფრო დაბალია, ვიდრე რეალობა და ამას აჩვენებს ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის შედეგები. ასე რომ, საქართველოს შეუძლია, გაცილებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა შესთავაზოს მსოფლიოს და აჩვენოს, რომ შეგვიძლია კარგად განვვითარდეთ, მაღალი ეკონომიკური ზრდით, დასაქმების კარგი მაჩვენებლის ჩამოყალიბებით და უმუშევრობის შემცირებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის კომენტარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა