თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ტენესის შტატის ხელისუფლებამ იმ სამართალდამცველთა სამკერდე ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელთა მიერ დაკავებული 29 წლის ტაირ ნიკოლსი ცემის შედეგად გარდაიცვალა

ნახვები: 466 ტენესის შტატის ხელისუფლებამ იმ სამართალდამცველთა სამკერდე ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელთა მიერ დაკავებული 29 წლის ტაირ ნიკოლსი ცემის შედეგად გარდაიცვალა

აშშ-ში, ტენესის შტატის ხელისუფლებამ იმ სამართალდამცველთა სამკერდე ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელთა მიერ დაკავებული 29 წლის ტაირ ნიკოლსი ცემის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციელებს ძალის გამოყენებით გადმოყავთ ნიკოლსი სატრანსპორტო საშუალებიდან, მიწაზე აწვენენ, რამდენიმე წამში კი, ერთ-ერთი პოლიციელი მის წინააღმდეგ ელექტროშოკს იყენებს, რის შემდეგაც ტაირს ნიკოლსი ადგილიდან გარბის. მალევე მას სამართალდამცველები ისევ აკავებენ, ორი მათგანი მას იჭერს, სხვები კი ფეხებს, მუშტებს და ხელკეტებს ურტყამენ. მორიგ ჩანაწერში კი მას წიწაკის სპრეის ასხამენ და სცემენ.

ტაირს ნიკოლსის დედის განცხადებით, მისი შვილი შემთხვევის დროს, სახლიდან 70 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

ხუთივე სამართალდამცველს მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდება აქვს წარდგენილი, ასევე თავდასხმისა და გატაცების ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში. ამ ეტაპზე ოთხი მათგანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ვიდეოკადრების გასაჯაროების შემდეგ, ამერიკის ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა.

მომხდარი დაგმო, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა