თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დიმიტრი შაშკინი - არჩევნებზე აქტიურობა არის ძალიან მაღალი, რაც მეტყველებს, რომ პარტიის წევრებს უნდათ ცვლილება

ნახვები: 540 დიმიტრი შაშკინი - არჩევნებზე აქტიურობა არის ძალიან მაღალი, რაც მეტყველებს, რომ პარტიის წევრებს უნდათ ცვლილება

უკვე 35 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოხატა თავისი პოზიცია და მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც არის 70 პროცენტზე მეტი. აქტიურობა არის ძალიან მაღალი, რაც მეტყველებს, რომ პარტიის წევრებს უნდათ ცვლილება, უნდათ, რომ პარტია უძრაობიდან გადავიდეს მოძრაობაზე და გახდეს აქტიური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

შაშკინის თქმით, ამ დროის მონაცემებით, ხაბეიშვილი დამაჯერებლად იგებს პირველივე ტურში.

„ეს ეყრდნობა იმ მონაცემებს, რაც ჩვენ გვაქვს რაიონული ორგანიზაციებიდან, კვლევებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება ახალი თავმჯდომარე პირველივე ტურში. თავმჯდომარე, რომელიც იზრუნებს, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე. რაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზებს, არსებობს მცირე ტექნიკური პრობლემები, ჯერჯერობით ამერიკული კომპანია ახერხებს, გაუმკლავდეს. კომისია აქტიურად მუშაობს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი პოზიცია. არჩევანის გაკეთება არის ძალიან მარტივი: ის, ვინც კმაყოფილია პარტიის მუშაობით, მრავალათასიანი მიტინგები ისე დაიშალა, რომ სტრატეგია არ იყო შექმნილი, ის, ვინც კმაყოფილია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ახლა მოწამლულია და იბრძვის სიცოცხლისთვის, ის, ბუნებრივია, აირჩევს ძველ მენეჯმენტს, ძველ თავმჯდომარეს. ის, ვისაც სურს ცვლილება, ვისაც უნდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ, ბუნებრივია, აირჩევს ლევან ხაბეიშვილს. ლევან ხაბეიშვილს აქვს სწორი პოზიცია, ის ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ, მეორე დღესვე უნდა მოხდეს გაერთიანება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას სამკურნალოდ უცხოეთში. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. პარტია გამოვა უფრო ძლიერი ამ პროცესიდან, ვიდრე იყო ადრე“, – განაცხადა შაშკინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა