ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს - ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რაც დიდი გამოწვევაა და ამას გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ

ნახვები: 509 ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს - ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რაც დიდი გამოწვევაა და ამას გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ

უკრაინაში ომი უდიდესი გამოწვევაა ევროპის კონტინენტზე - ჩვენ ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა, რასაც სწორი, გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელში მოახერხა, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარებაა.

 

„ეს არის ავსტრიის კანცლერის პირველ ვიზიტი საქართველოში და ამას შეიძლება ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ზაფხულში, ვენაში ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი. ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებთან და იმ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან რთულია მთელ მსოფლიოში და ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყნებზე აისახება.

 

ახლაც გვქონდა დეტალური განხილვა არსებული სიტუაციისა. უკრაინაში ომი უდიდესი გამოწვევაა ევროპის კონტინენტზე, ასეთი მასშტაბის კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენს ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ამის შედეგია ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოს ე.წ. აღიარება და ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ამ გამოწვევას სწორი, გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ. მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება. ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია რაც შეგვეძლო ბოლო 10 წელიწადში მიგვეღო - ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ივნისში იქნა მიღებული, სადაც ნათლად იქნა დადასტურებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ავსტრიას და პირადად ბატონ კანცლერს. ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა