Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ალექსანდრე რაქვიაშვილი - ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ხაბეიშვილს თუ უნდა, ვინმეს ხელები დაამტვრიოს, მგონია, რომ თანაპარტიელების ხელების დამტვრევაც მოუწევს

ნახვები: 480 ალექსანდრე რაქვიაშვილი - ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ხაბეიშვილს თუ უნდა, ვინმეს ხელები დაამტვრიოს, მგონია, რომ თანაპარტიელების ხელების დამტვრევაც მოუწევს

ხაბეიშვილს თუ უნდა, ვინმეს ხელები დაამტვრიოს, მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ამას ვერ გამავართლებ და ვერც ავუკრძალავ, მაგრამ მგონია, თანაპარტიელების ხელების დამტვრევაც მოუწევს, რადგან მიხეილ სააკაშვილი წელიწად-ნახევარია, ყოველდღე კვდება და რაღაც ნაწილში ეს ტყუილი იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ხელები მიემტვრევა, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტულ დოკუმენტაციას აყალბებს“.

„ტყუილის გამო დასჯაზე თუა საუბარი, მგონი, ხაბეიშვილს ბევრი ადამიანის დასჯა მოუწევს ოპონენტებისა და თანაპარტიელების ჩათვლით. მგონი, თავადაც ჰქონდა გაკეთებული განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით 00:00 საათზე, რომ დრო აღარ ითმენს და ხვალ თუ არაფერი მოხდებაო. მაშინ ის ან მოატყუეს, ან თვითონ მოიტყუა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი იტყუებოდა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა