ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ხატია დეკანოიძე - მთავარი ამოცანაა 43-პროცენტიან ნიშნულს ქვევით „ქართული ოცნების” დატოვება, შეთანხმებული და კოორდინაციული ერთობა ამაში დაგვეხმარება

ნახვები: 407 ხატია დეკანოიძე - მთავარი ამოცანაა 43-პროცენტიან ნიშნულს ქვევით „ქართული ოცნების” დატოვება, შეთანხმებული და კოორდინაციული ერთობა ამაში დაგვეხმარება

როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, დავთმეთ ათივე მაჟორიტარული ოლქი თბილისში და ღია ვართ თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, რომ „ლელოს" პასუხი იქნება უახლოეს დღეებში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ „ლელოს" პასუხი იქნება უახლოეს დღეებში იქნება.

„რამდენიმე პარტია ვიცით, რომელიც არ აპირებს არც შეთანხმებაში შემოსვლას და არც მერობის კანდიდატის დაყენებას, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ ძალიან მალე კვლავ მოვისმენთ კოორდინაციის მნიშვნელოვან დეტალებს.

გუნდურ პლატფორმაზე, მაჟორიტარებსა და კოორდინაციაში უნდა შემოვიდეს მეტი პარტია. ჩვენ, როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, დავთმეთ ათივე მაჟორიტარული ოლქი თბილისში და ღია ვართ თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, რომ „ლელოს" პასუხი იქნება უახლოეს დღეებში. საუბარი არ არის ვიწროპარტიულ ინტერესებზე, ჩვენ ეს გათვითცნობიერებული გვაქვს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა 43-პროცენტიან ნიშნულს ქვევით „ქართული ოცნების" დატოვება.

ჩვენი მთავარი ამოცანაა 43-პროცენტიან ნიშნულს ქვევით „ქართული ოცნების" დატოვება, შეთანხმებული და კოორდინაციული ერთობა ამაში დაგვეხმარება. ძალიან მკვეთრი ხაზი უნდა გავავლოთ „ქართულ ოცნებასა" და დანარჩენ ოპოზიციას შორის. ვერ ვიტყოდი, რომ ძირითად ოპოზიციურ პარტიებს შორის თანხმობა არ არსებობს. დაველოდოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ მაჟორიტარულ კანდიდატებში კოორდინაციის მიმართულებით პარტიები ჩაებმებიან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა