ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ალეკო ელისაშვილი - რიკ დემისთან შეხვედრისას ვაპირებ, ვისაუბრო მართლმსაჯულების რეფორმაზე და ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ ქცევაზე, ასევე 5 ივლისის მოვლენებზე

ნახვები: 421 ალეკო ელისაშვილი - რიკ დემისთან შეხვედრისას ვაპირებ, ვისაუბრო მართლმსაჯულების რეფორმაზე და ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ ქცევაზე, ასევე 5 ივლისის მოვლენებზე

პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემისთან შეხვედრისას, ერთ-ერთი განსახილველი თემა შარლ მიშელის დოკუმენტი იქნება.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ასევე აპირებს, რიკ დემისთან შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმასა და 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბროს.

„ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ვისაც არ ეზარება, ყველა არღვევს ორივე მხრიდან. ბოლო დარღვევა უკავშირდება იმას, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სასურველი კანდიდატი გაიყვანოს შეთანხმების საწინააღმდეგოდ. ვაპირებ, ვისაუბრო მართლმსაჯულების რეფორმაზე და ამ მიმართულებით „ქართული ოცნების" ქცევაზე. ასევე იმაზე, თუ საით მიდის ქვეყანა - მთლად დემოკრატიისკენ ვერ მოვდივართ და ვერ ვვითარდებით. მძაფრი განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება 5 ივლისის მოვლენები - წაყრუება, წახალისება ძალადობის, და რა გააკეთა ხელისუფლებამ მოძალადეების დასასჯელად, რომლებიც პოზაში დგანან და ამბობენ, რომ იმავეს იზამენ, როცა საჭიროდ ჩათვლიან", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა