ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პაატა იმნაძე - „ფაიზერით“ ორსულების აცრა შეიძლება, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ კი - არა, რადგან ამ კუთხით კლინიკური კვლევები ჯერ დამთავრებული არ არის

ნახვები: 393 პაატა იმნაძე - „ფაიზერით“ ორსულების აცრა შეიძლება, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ კი - არა, რადგან ამ კუთხით კლინიკური კვლევები ჯერ დამთავრებული არ არის

ინსტრუქციის თანახმად, „ფაიზერით" ორსულების აცრა შეიძლება, „სინოვაკით" და „სინოფარმით" კი ჯერჯერობით არა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ჩინური ვაქცინების, „სინოფარმის" და „სინოვაკის" შემთხვევაში ორსულებთან დაკავშირებით კლინიკური კვლევები ჯერ არ არის დამთავრებული.

„სინოვაკს" და „სინოფარმს" ჯერჯერობით ინსტრუქციაში უწერიათ, რომ ორსულები არ იცრება, რადგან კლინიკური კვლევები ორსულებზე არ არის ჯერ დამთავრებული. შესაბამისად, ვიდრე არ იქნება კლინიკური კვლევები, ვერ ჩაწერენ ინსტრუქციაში. „ფაიზერს" ინსტრუქციაში ჩაწერილი აქვს, რომ ექიმის და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულების აცრა, ვინც არის მაღალი რისკის ორსულები. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით „ფაიზერის" შმთხვევაში შეიძლება ორსულების აცრა, „სინოვაკით" და „სინოფარმით" კი ჯერჯერობით არა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა