რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ირაკლი კობახიძე - თეა წულუკიანის საქციელი იყო მარტივი პერფორმანსი, ვფიქრობ, მიკროფონს დააბრუნებს, ნუ დარდობთ

ნახვები: 415 ირაკლი კობახიძე - თეა წულუკიანის საქციელი იყო მარტივი პერფორმანსი, ვფიქრობ, მიკროფონს დააბრუნებს, ნუ დარდობთ

თეა წულუკიანის საქციელი იყო მარტივი პერფორმანსი. მგონია, მიკროფონს დაგიბრუნებთ, ნუ დარდობთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება თბილისში თვითნებურად ლაკატების გაკვრას, კობახიძემ განაცხადა, რომ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.

„თბილისში ეს პლაკატები კონკრეტულმა ადამიანებმა გამოაკრეს. ნახეთ, ამაზე რამდენად მძიმე რეაქცია ჰქონდათ ამ პლაკატებზე გამოსახულ პირებს. ამის მიზეზია მარტივი - ზუსტად იციან, რომ პლაკატზე რაც ეწერა, რეალურად სიმართლეა. ეს ხომ ჩვენ არ გაგვიკეთებია? შეგახსენებთ, პოსტერებზე ვინ გამოსახეს - ეს იყო სააკაშვილი, კეზერაშვილი, „ჭუტა", გვარამია, მელაძე. თითოეული ეს ადამიანი იმით გამოირჩევიან, რომ არიან სიძულვილისა და აგრესიის მთავარი გამღვივებლები ამ ქვეყანაში. მგონი, ამ ადამიანებმა თავის თავს უნდა მოხედონ. მედია რა შუაშია? - პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ იმ პლაკატებზე, რომელიც ვიღაცამ გამოაკრა. მედია არაფერ შუაშია და ეს თქვენც კარგად იცით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 22 ივლისს სენაკის თეატრში თეა წულუკიანმა „მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. „მთავარმა არხმა" საქმის გამოძიების მიზნით კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. ასევე, „მთავარმა არხმა" წულუკიანს მიმართა, დააბრუნოს მათი მიკროფონი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა