თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვლადიმერ პუტინი - წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია: ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული Leopard ტანკებით, რომლებზეც ჯვრებია - ვუპასუხებთ

ნახვები: 519 ვლადიმერ პუტინი - წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია: ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული Leopard ტანკებით, რომლებზეც ჯვრებია - ვუპასუხებთ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მუქარებზე პასუხისას რუსეთი მხოლოდ ჯავშანტექნიკით არ შემოიფარგლება. ამის შესახებ მან ვოლგოგრადში სტალინგრადის ბრძოლიდან 80 წლის თავზე გამართულ კონცერტზე განაცხადა.

“წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია - ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული Leopard ტანკებით, რომლებზეც ჯვრებია”, - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ ახალ ომში ითრევენ, მაგრამ არ დააკონკრეტა ვინ.

“ვინც გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ ახალ ომში ითრევს და უფრო უპასუხისმგებლოდ აცხადებს ამის შესახებ, როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე, მათ, ვისაც ბრძოლის ველზე სურს რუსეთზე გამარჯვების მოპოვება, როგორც ჩანს, არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად სხვანაირი იქნება.

ჩვენ ტანკებს მათ საზღვრებთან არ ვაგზავნით, მაგრამ გვაქვს ის, რითაც ვუპასუხებთ და ეს ჯავშანტექნიკის გამოყენებით, არ შემოიფარგლება. ყველას უნდა ესმოდეს ეს”, - თქვა პუტინმა.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ რუსეთს მსოფლიოში “ბევრი მეგობარი ჰყავს”, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა