ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დიმიტრი ხუნდაძე - ხაბეიშვილი გვთავაზობდა, რომ „ვივამედში“ შევარდებოდა და სააკაშვილს გამოიხსნიდა, შევარდნისთვის კი იყო მზად, მაგრამ გამოვარდნა მისთვის უპერსპექტივო იყო

ნახვები: 457 დიმიტრი ხუნდაძე - ხაბეიშვილი გვთავაზობდა, რომ „ვივამედში“ შევარდებოდა და სააკაშვილს გამოიხსნიდა, შევარდნისთვის კი იყო მზად, მაგრამ გამოვარდნა მისთვის უპერსპექტივო იყო

წინასაარჩევნოდ ლევან ხაბეიშვილი გვთავაზობდა, რომ „ვივამედში“ შევარდებოდა და სააკაშვილს გამოიხსნიდა, შევარდნისთვის კი იყო მზად, მაგრამ გამოვარდნა მისთვის უპერსპექტივო და კარგად ნაცნობი იყო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, ხაბეიშვილი ამ ხაზით აღარ წავიდა და არჩევნების შემდეგ თავისივე განცხადება გადათქვა.

„პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე აურზაურია, რასაც თავად ადასტურებენ. წინასაარჩევნოდ ლევან ხაბეიშვილი გვთავაზობდა, რომ „ვივამედში“ შევარდებოდა და სააკაშვილს გამოიხსნიდა. შევარდნას სჭირდება გამოვარდნა. შევარდნისთვის კი იყო მზად, მაგრამ გამოვარდნა მისთვის უპერსპექტივო და კარგად ნაცნობი იყო. ამიტომ, ამ ხაზით აღარ წავიდა და არჩევნების შემდეგ თავისი განცხადება გადათქვა. სამართალს ვერ გაექცევიან, ამიტომ, პარტიამ და მათმა დახსნის ობიექტმა რეალობა უნდა გაიაზრონ. იცოდნენ, რომ დანაშაულისთვის სასჯელია მოსახდელი და სპეცოპერაცია არ არის ჩასატარებელი. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და შევარდნა-გამოვარდნა წარმოუდგენელია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა