თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნინო ნადირაძე - დაანებეთ წამებას და სუიციდის ხელშეწყობას თავი - ერთი სიტყვა არ გითქვამთ „მიშა ჭამე!“

ნახვები: 406 ნინო ნადირაძე - დაანებეთ წამებას და სუიციდის ხელშეწყობას თავი - ერთი სიტყვა არ გითქვამთ „მიშა ჭამე!“

დაანებეთ ამ ადამიანის წამებას, მისი სუიციდის ხელშეწყობას თავი. არც ერთ თქვენგანს ერთი სიტყვა არ გითქვამთ „მიშა ჭამე!“ - სანამ ის ჩემს კლინიკაში იმყოფება არ დავიშურებთ არც ძალას, არც წამალს, არც მკურნალობას, ოღონდაც ბატონი მიშა იყოს ჯანმრთელი, იმიტომ რომ 9 თვის მანძილზე, მე მის მიმართ უზარმაზარი ემპათია გამიჩნდა, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.

 

როგორც ნადირაძემ აღნიშნა, არ იცის მნახველები საქართველოს მესამე პრეზიდენტს რაზე ესაუბრებიან, თუმცა ფაქტია, რომ მათ სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით არაფერი გაუკეთებიათ.

 

მისივე თქმით, მკურნალ ექიმს არცერთი ექსპერტი დალაპარაკებია და ერთადერთი, ამერიკელი პროფესორი ჯეიმს კობი იყო, რომელიც „ვივამედის“ დირექტორს, ზურაბ ჩხაიძეს შეხვდა.

 

„მე ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ თუნდაც ერთმა მათგანმა მას უთხრა, რომ უკეთ იკვებე ან ეს გააკეთე. პირიქით, სიხარულის ყიჟინა არის ყველა დაკლებულ გრამზე. სხვათა შორის, დღეს გამიხარდა, რომ ცოტა 200 გრამი ნამატი გვაქვს წონაში.

 

დაანებეთ ამ ადამიანის წამებას, მისი სუიციდის ხელშეწყობას თავი. არც ერთ თქვენგანს ერთი სიტყვა არ გითქვამთ „მიშა ჭამე!“. მას საცივიც უყვარს, ახალ წელს მშვენივრად მიირთვა, ხაჭაპურიც უყვარს, გემრიელი საკვებიც უყვარს და როდესაც ყოველ დღე შემოგაქვს ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, მაღაზიის სოკოს შილაფლავი, ცივი ნაცრისფერი მჭადი და 4 ცალი სალათის ფურცელი, შენ ამით დადებით შედეგს ვერ მიიღებ“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

 

როგორც „ვივამედის“ დირექტორი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს კახექსიის დიაგნოზი დაემატა, მაგრამ ამავე დროს, კლინიკის ექიმები კატეგორიულად უარყოფენ სხვა დიაგნოზებს, მათ შორის, მალაბსორბციას და დემენციას.

 

„ნეტა იყოს ეს მალაბსორბცია, ნეტა იყოს ეს ყველაფერი, ნეტა იყოს მოწამლული, დემენცია, ჩვენ პირველი გამოვიდოდით, გავწერდით ამ პაციენტს და დავისვენებდით იმიტომ, რომ 9 თვის მანძილზე ჩვენ ვცხოვრობთ ჯოჯოხეთში და ამ ჯოჯოხეთს ვიტანთ მაქსიმალური თავშეკავებით, მაქსიმალური ემპათიით პაციენტის მიმართ,“ - აღნიშნა ნადირაძემ.

 

მას პენიტენციური სამსახურის უფლებადამცველმა ჰკითხა, ხომ არ ყოფილა ზეწოლა მიხეილ სააკაშვილის ან მისი უფლებადამცველების მხრიდან, რაზეც ნადირაძემ უპასუხა, რომ ფრაზა - „დაგიჭერთ, გაგაციმბირებთ, დაგხოცავთ“ ცხრა თვის განმავლობაში არა მხოლოდ პაციენტის მხრიდან, არამედ მთელი გარემოცვის მხრიდან მუდმივად ისმის.

 

„ადვოკატის მხრიდან ზეწოლა თავში ჩარტყმით არ გამოიხატება. ნებისმიერი მითითება, აბა, ის დაწერე, აბ, ეს დაწერე, რა თქმა უნდა, ზეწოლაა. აბსოლუტურად მესმის პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მან მაშინ [როდესაც სააკაშვილს პირველად არ მიეცა სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება] გამოგვიცხადა, რომ ყველა ვიყავით დასაჭერი. არა, სხვათა შორის, ჩემთვის არ უთქვამს შენ დაგიჭერო. თამარ დავარაშვილი და ის ექიმები, ვინც იქ იყვნენ იმათ უთხრა, ყველა ციხეში წახვალთ აბსოლუტურადო. ეს ნამდვილად იყო. დაგიჭერთ, გაგაციმბირებთ, დაგხოცავთ - ეს მხოლოდ პაციენტის მხრიდან არა, მისი მთელი გარემოცვის მხრიდან ცხრა თვის განმავლობაში მუდმივად ისმის. არც ეს არ გვაშინებს! მთავარია პაციენტის ჯანმრთელობა იყოს კარგად. რითაც უნდა დაგვემუქრონ, რაც უნდათ დაგვაბრალონ, ვიცი რომ დიაგნოზები აბსოლუტურად გამართულია, რომელსაც მხარს უმაგრებს კონკრეტული ლაბორატორიული მონაცემების ციფრები, კონკრეტული ინსტრუმენტული კვლევები. ჩვენ პასუხს ვაგებთ დიაგნოზებზე“,- განაცხადა ნადირაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა