ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ზურაბ ჯაფარიძე - პირობები, რომ დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს, გადაწყვეტილება მივიღეთ, საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს

ნახვები: 457 ზურაბ ჯაფარიძე - პირობები, რომ დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს, გადაწყვეტილება მივიღეთ, საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს

მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს , - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი TV-ის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის ივნისიდან ოპოზიციურ ფლანგზე დიდი გაერთიანების შექმნაზე მუშაობდა, თუმცა ეს ვერ ხერხდება და პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხს მომავალ წელს დაუბრუნდებიან.

"შარშან ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც ის მგონია, რომ აქეთ ფლანგზე მოხდეს რაღაც დიდი კონსოლიდაცია, რადგან ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში, ძალიან რთულია. ამას სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს, მაგრამ მოცემულობა ასეთია, რომ ამდენი თვის შემდეგ ახლა მაგის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე მეტი ძალისხმევა გავწიოთ იმისთვის, რომ "გირჩი - მეტი თავისუფლება" გაძლიერდეს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, როცა საუბარია დამოუკიდებელ თამაშზე, ეს არ ნიშნავს, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ გარკვეულ პროცესებში, მათ შორის 24 თებერვლის აქციაზე, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ კოორდინაცია არ ექნება.

"ჩვენ, როცა ვლაპარაკობთ დამოუკიდებელ თამაშზე, არ ნიშნავს, რომ რაღაც პროცესებზე არ გვექნება კოორდინაცია, მათ შორის იგივე „დროასთან“ და „სტრატეგიასთან“. საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას და სტატუსის მიღებას, ამაზე ვიყავით ჩვენ შეთანხმებული და ეს შეთანხმება ისევ ძალაშია. როცა ეხება უკრაინის თემას, ჩვეულებრივად გვექნება კოორდინაცია, როგორც აქამდე გვქონდა, მათ შორის 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას ერთად ვაორგანიზებთ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა