ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შალვა ხაჭაპურიძე - პოლონეთმა მზადყოფნა გამოთქვა, გამოაგზავნოს სამედიცინო თვითმფრინავი მიხეილ სააკაშვილის სწრაფი ექსტრადირებისთვის

ნახვები: 515 შალვა ხაჭაპურიძე - პოლონეთმა მზადყოფნა გამოთქვა, გამოაგზავნოს სამედიცინო თვითმფრინავი მიხეილ სააკაშვილის სწრაფი ექსტრადირებისთვის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, რომ მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი განაჩენის გამოცხადებამდე მოინახულოს.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, სასამართლო სხდომაზე დაიკითხოს მისი მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი ან „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

„არ გამოვრიცხავ, რომ შუამდგომლობა დავაყენო, მოსამართლემ პირადად ნახოს სააკაშვილი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უნდა, რომ ან თამარ დავარაშვილი, ან ზურაბ ჩხაიძე დაიკითხონ სასამართლო პროცესზე, ვინაიდან, მეორე მხარემ, როგორც მოგეხსენებათ, მოხსნა მათი მთავარი მოწმეები. არაა გამორიცხული, ამის შუამდგომლობა დადგეს, ვინაიდან ექიმი, რომელიც უნდა მოსულიყო და ეთქვა, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. წარმოდგენილია ჩვენი მტკიცებულებები, ექსპერტის დასკვნები და მეორე მხრიდან არავინ არაა, რადგან ნინო ნადირაძემ თქვა, რომ მენეჯერია და საქმის დეტალები, ისტორიაში რაც წერია, მისთვის ცნობილი არაა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პოლონურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, გამოაგზავნოს საქართველოში სამედიცინო თვითმფრინავი, რათა განხორციელდეს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სწრაფი ექსტრადირება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე დაცვის მხარის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

„მას შეუძლია, რამდენიმე წუთში დატოვოს ციხეთა სისტემა. პოლონეთმა გამოთქვა მზადყოფნა, სამედიცინო თვითმფრინავი გამოაგზავნოს, რათა მოხდეს მისი სწრაფი გადაყვანა სამედიცინო წესების დაცვით იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ჩვენ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

თვითმფრინავზე უშუალოდ პოლონეთისგან არის ინიციატივა, ხოლო შემდგომ სად იქნება გადაყვანილი, მერე გადაწყდება. ალბათ, უფრო – გერმანიაში. ვნახოთ, ჯერ მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მასზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა