ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს

ნახვები: 467 თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის დავით ფაჩულიას განცხადებით, თოვლის გამო, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე „თბილსერვის ჯგუფი“ გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს და იყრება ტექნიკური მარილი.

მისი განმარტებით, ამ ეტაპისთვის 100 ტონაზე მეტი მარილია დაყრილი.

„ცხელი ხაზის, საპატრულო პოლიციის მეშვეობით ვიღებთ ინფორმაციას პრობლემურ ადგილებზე. პრიორიტეტად რჩება ცენტრალური გზები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება. ამ ეტაპისთვის შეფერხებები არ გვაქვს. თუ ინფორმაცია შემოდის, დაუყოვნებლივ არის რეაგირება, იწმინდება გზები და სამუშაოები ნალექის მიხედვით გაგრძელდება.

ამ ეტაპზე გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია დაახლოებით ასი ადამიანი, 40 ერთეული სპეცტექნიკა, მობილიზებული გვაქვს მარილი და საჭიროებისამებრ გავაგრძელებთ სამუშაოებს. რეკომენდაცია იგივეა, რომ გაუმართავი ავტომობილებით მოერიდონ ქალაქში გადაადგილებას და ზამთრის საბურავების არმქონე მანქანებმა ორი დღით თავი შეიკავონ გადაადგილებისგან“, – აღნიშნა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა