გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

სალომე სამადაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერით არგუმენტი მისცა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ამ შეთანხმების ჩაშლა სურდა

ნახვები: 685 სალომე სამადაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერით არგუმენტი მისცა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ამ შეთანხმების ჩაშლა სურდა

„ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებამ, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, დამატებითი არგუმენტი მისცა „ქართულ ოცნებას", რომელსაც ამ შეთანხმების ჩაშლა სურდა და გარკვეულწილად, საბაბად გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, რომ დოკუმენტს არ შეერთებოდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში შესაძლოა, მართებული იყოს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

„ამ ვითარებაში იმისთვის, რომ „ქართული ოცნება" მარტო დავტოვოთ შეუსრულებელ ვალდებულებებთან და დამატებითი არგუმენტები გამოვაცალოთ, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სწორი იყოს, რომ თქვან, უერთდებიან შეთანხმებას და თვითმმართველობის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ქვეყნის მომავალზე, რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯი. „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მსგავსი განაცხადი დეკლარაციის დონეზე შესაძლოა, პოლიტიკურად იყოს სწორი", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა