ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტს და პარტიას „საქართველოსთვის“ ტოვებს

ნახვები: 560 გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტს და პარტიას „საქართველოსთვის“ ტოვებს

საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი, პარლამენტს და პარტია „საქართველოსთვის“ ტოვებს.

შესაბამისი განცხადება ხოჯევანიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტის წევრის მანდატს, ვწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ერთადერთი გარემოება: მაღალი პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც მაქვს ჩემი ამომრჩევლის წინაშე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს. სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით არ მეძლევა საშუალება ეფექტურად მოვახდინო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ჩემთვის, როგორც სახელმწიფო მოხელისთვის, ყოველთვის პრიორიტეტი იყო ხალხის ინტერესების მსახურება და არასდროს წარმოადგენდა რაიმე თანამდებობა თვითმიზანს...

აქვე გარკვევით მინდა განვმარტო, რომ არ ვგეგმავ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას და ვაპირებ საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში.

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, კოლეგებს, თანაგუნდელებს, ასევე ყველა ღირსეულ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვსაქმიანობდი წლების განმავლობაში საჯარო სექტორში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რის გამოც რთულ პოლიტიკურ პროცესებში შევედი და ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თანამოაზრეს. იმედს ვიტოვებ, საქართველო შეძლებს წინსვლას და მალე გახდება ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი!“, - აცხადებს ხოჯევანიშვილი.

გიორგი ხოჯევანიშვილი

--

დაბადების თარიღი:23 აპრილი 1985

 

 

  • 2006 -დაწესებულება:ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა:სამართალმცოდნეობის ბაკალავრი
  • 2008 - დაწესებულება:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა:სამართალმცოდნეობის მაგისტრი
  • 2016 დაწესებულება:საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სპეციალობა:სოციალური მეცნიერებების დოქტორი

 

11-12-2020

საქართველოს X მოწვევის პარლამენტი - პარლამენტის წევრი

  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • მაჟორიტარული
  • №15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

 

  • 2018 - 2020

შიდა ქართლის გუბერნატორი

  • 2013 - 2018

შპს მაგთიკომის იურიდიული განყოფილების უფროსი

  • 2010 - 2013

სასჯელაღსრულებისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროსსაერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

  • 2008 - 2010

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის უფროსი იურისტი

  • 2006 - 2006

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა