რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

პაატა მანჯგალაძე - ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას, გავდივართ ბოიკოტში, მანდატს ვიტოვებთ

ნახვები: 544 პაატა მანჯგალაძე - ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას, გავდივართ ბოიკოტში, მანდატს ვიტოვებთ

ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას, გავდივართ ბოიკოტში, მანდატს ვიტოვებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არის მისაღები, არის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია, მანდატის დატოვება არის უკანასკნელი ფორმა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის სხვა გზა არ დატოვა „ქართული ოცნების“ მოქმედებებმა.

„მაშინ, როდესაც ე.წ სასამართლომ გუშინ მიიღო ფაქტობრივად მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის მკვლელობის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს წინასწარ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას. არ შეიძლება, გულზე ხელდაკრეფილი შევეგუოთ ამას. ჩვენთვის ეს არის იძულებითი ნაბიჯი. ჩვენთვის მთავარი არის დღესაც ევროპაში ინტეგრაცია, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ ტოვებს არანაირ სივრცეს თანამშრომლობისთვის და თუ ვინმე არის რადიკალი, ეს არის „ქართული ოცნება“, რადგან კლავენ ადამიანს. ვინც ქარს დათესავს, მიიღებს ქარიშხალს. დღეს ნახავთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს კმაყოფილი სახეებით, გაუხარდებათ, რომ აქ არ იქნება ოპოზიცია, მაგრამ გავა რამდენიმე თვე და ეს შეიცვლება, გახარებული იქნება ხალხი, რადგან ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას. რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას, ჩვენ ვწყვეტთ, ანუ  ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს, საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუ სამწუხაროდ ასეთი შეთანხმება არ იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ უფლებას იტოვებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს „ქართულ ოცნებასთან“ წინააღმდეგობის ფორმები“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მომხრეა ერთიანი ფრონტის.

„ჩვენ ვართ მომხრე ერთიანი ოპოზიციური ფრონტის. რაც შეეხება მანდატების საკითხს, ეს არის დროის ამბავი და უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რომ ხელისუფლება წამოვიდეს კომპრომისებზე და არა კომფორტის შექმნა. თუ ოპოზიციური ერთობა არ იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას. ჩვენ გადავწყვეტთ ბრძოლის ფორმებს. მანდატს ვიტოვებთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არის მისაღები, არის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია. მანდატის დატოვება არის უკანასკნელი ფორმა, ამის შემდეგ არის ქუჩა და სამოქალაქო დაპირისპირება. ჩვენ მაქსიმალურად ვირიდებთ ამ წუთსაც სამოქალაქო დაპირისპირებას თავს, არ მინდა, მანდატის დატოვების შემდეგ რჩება ქუჩა. ქუჩა გინდათ?“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა