რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ანა ბუჩუკური - „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ გადის პარლამენტიდან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ, თუ მაინც იღებენ ხელფასებს

ნახვები: 501 ანა ბუჩუკური - „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ გადის პარლამენტიდან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ, თუ მაინც იღებენ ხელფასებს

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, „პუფები“ გვეძახეს, შემდეგ შემოვიდნენ, ახლა ისევ გადიან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ თუ მაინც ხელფასებს იღებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კომიკურია.

„ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში და „პუფები“ გვეძახეს, მერე შემოვიდნენ, ოღონდ თან სიები ჩახსნეს. სიები რომ ჩახსნეს, მერე სანანებელი გაუხდათ, რადგან მანდატები დაკარგეს. ეს მანდატები ჰაერიდან მოსული კი არ არის, ხალხი გვაძლევს ამ მანდატებს. შემდეგ გადიოდნენ, მერე დარჩნენ, რაღაც ეტაპზე ისევ გადიოდნენ, შემდეგ ისევ დარჩნენ. ახლა ისევ გადიან, ოღონდ ჯერ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ, ხელფასებს იღებენ, თუ რა რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ანუ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არის კომიკური“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა