ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე - გლობალური ომის პარტიას სააკაშვილი სჭირდება გარეთ, რადგან საქართველოში შექმნან არეულობა

ნახვები: 436 ირაკლი კობახიძე - გლობალური ომის პარტიას სააკაშვილი სჭირდება გარეთ, რადგან საქართველოში შექმნან არეულობა

გლობალური ომის პარტიას ერთადერთი ინტერესი აქვს საქართველოში, სააკაშვილის გამოშვება, ისინი ხედავენ, რომ ხაბეიშვილები, მელიები და ა.შ. აქ, საქართველოში ვერაფერს მოაწყობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხდა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შექმნილ სიაზე, რომელსაც შეუერთდნენ ევროპული ქვეყნებიდან ყოფილი მაღალჩინოსნები, ისინი საქართველოსხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მიიღონ ჰუმანიტარული გადაწყვეტილება, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, მთავარი არის კანონი, კანონის უზენაესობა, სწორედ ამ კრიტერიუმებით მოქმედებენ სახელმწიფო უწყებები.

„რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეებს, ჯერ ერთი, ისინი არიან პოლიტიკური თანამდებობის ყოფილი პირები, მათი პოზიცია საერთოდ არ არის საინტერესო, ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ქვეშ იკავებდნენ საკუთარ თანამდებობებს, 90 პროცენტზე მეტი არის სწორედ ასეთი თანამდებობის პირი. არც მარგველაშვილი, არც მისი მეგობრები არ არიან საერთოდ საინტერესო. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, როდესაც ნებისმიერ პატიმართან დაკავშირებით არსებობს გათავისუფლების საფუძველი, მიიღებს ამ დროს შესაბამის გადაწყვეტილებას, შესაბამისი უწყება. ჰუმანიტარული მოსაზრებებით რომ მოქმედებდეს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ცხრა ათასივე პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. რა შუაშია ჰუმანიტარული მოსაზრება. ბუნებრივია, მთავარი არის კანონი, კანონის უზენაესობა, სწორედ ამ კრიტერიუმებით მოქმედებენ სახელმწიფო უწყებები.

არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც ერთადერთი ინტერესი აქვს საქართველოში სააკაშვილის გამოშვება, ისინი ხედავენ, რომ ხაბეიშვილები, მელიები და ა.შ. აქ, საქართველოში ვერაფერს მოაწყობენ. მათ უნდათ, რომ სააკაშვილისგან შექმნან ოპოზიციის ლიდერი, ის სჭირდებათ მათ გარეთ, რადგან საქართველოში შექმნან არეულობა და ამ არეულობის საბოლოო წერტილი უნდა იყოს მეორე ფრონტი, ეს არის მათი ერთდერთი ინტერესი, ვინც კი აწერს ხელს ასეთ სამარცხვინო განცხადებებს, ყველა არის გლობალური ომის პარტიის ინტერესებით მოქმედი. ჩვენთვის ასეთი ხელმოწერები არ იქნება რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა