რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

პარლამენტის თავმჯდომარე - 2022 წელს პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი იყო

ნახვები: 562 პარლამენტის თავმჯდომარე - 2022 წელს პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი იყო

2022 წლის განმავლობაში პარლამენტი აქტიურად ასრულებდა საზედამხედველო საქმიანობას მთავრობის წევრებისა და სხვა საჯარო ოფიციალური პირებისთვის კითხვების დასმით, დებატების გამართვითა და კომიტეტების მუშაობის გზით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2022 წელს საზედამხედველო საქმიანობის მხრივ პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი იყო.

„2022 წელს პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი გახლდათ, სადაც სამჯერ ვუმასპინძლეთ პრემიერ-მინისტრს, 17-ჯერ – მინისტრებს, გაიმართა ანგარიშვალდებული ოფიციალური პირების 20 მოსმენა, დაიწყო 12 საკომიტეტო მოკვლევა, სახელმწიფო ინსტიტუტებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე გაეგზავნა ათასობით შეკითხვა. საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური და ორგანიზაციული ფუნქციონირების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში დამტკიცდა მედიის აკრედიტაციის წესი, რომელიც საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, ორ ძირითად პრინციპს მოიცავს: მედიისათვის მუშაობის სათანადო პირობების შექმნა საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საზოგადოების სრული და დროული ინფორმირების მიზნით; პარლამენტის წევრებისთვის, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტის ვიზიტორებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა. აკრედიტაციის წესი, სრულად, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება“, – განცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა