Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, აღიარება წარმოუდგენელი - ირაკლი კობახიძე

ნახვები: 537 სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, აღიარება წარმოუდგენელი - ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომ ამ დანაშაულების აღიარება, უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კითხვაზე, თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკისგან ჩამოშორების პირობას დადებს და დანაშაულებს აღიარებს, განიხილავს თუ არა „ქართული ოცნება“ ჰუმანიტარული მიზნებით მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დანაშაულების აღიარება არარეალურია.

„რომელი დანაშაულები უნდა აღიაროს, სერგი თეთრაძის წამებას აღიარებს? ან ჯაჭვს რომ აბამდნენ და ზღვაში რომ ყრიდნენ, ადამიანებს რომ კლავდნენ, მაგას აღიარებს? თუ 2008 წელს რა უბედურებაც დააწია ქვეყანას, მაგას აღიარებს? თუ ვალერი გელბახიანის წამებას აღიარებს? თუ სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარებას აღიარებს? რას აღიარებს? ხომ ხედავთ, რამდენად აბსურდულია ეს განცხადება, რომელიც შეიძლება, იყოს რაღაც ოცნებების სფეროდან, მაგრამ აბსოლუტურად არარეალურია, რომ სააკაშვილმა მის მიერ ჩადენილი ეს უმძიმესი დანაშაულები აღიაროს. იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამ დანაშაულების აღიარება, უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს. ეს ნიშნავს სრულ მორალურ კრახს. მთავარი არის დანაშაულის აღიარება და ამის რესურსი სააკაშვილს არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ მას მილიონი უბედურება აქვს ჩადენილი ამ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მისივე თქმით, მმართველი გუნდისგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ითხოვენ, „ქართულ ოცნებას“ კი არ აქვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სხვა სამართლებრივი რესურსი, თუ ამნისტიის კანონს არ მიიღებს.

„პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გვთხოვენ ჩვენ, მაგალითად, გვთხოვენ ამნისტიის კანონს, სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ. თეორიულად, შეიძლება, პარლამენტი შეიკრიბოს და მიიღოს ამნისტიის კანონი. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ბერკეტი, რაც აქვს, მაგალითად, „ქართულ ოცნებას“. მე თეორიულად ვმსჯელობ ახლა, რომ ამ კაცს არ აქვს იმის რესურსი, აღიაროს სერგო თეთრაძის წამება, ვალერი გელბახიანის წამება, ადამიანების მკვლელობა. ვალერი გელაშვილის, ბოდიში. მგონი, გელბახიანსაც აწამებს, ისეთ დღეშია ის კაცი, ერთი წელია, ადვოკატად ჰყავს აბსურდულ საქმეზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა