თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ენტონი ბლინკენი - აშშ-ის ტერიტორიაზე ჩამოგდებული ჩინეთის სათვალთვალო ბურთი არის დიდი ფლოტის ნაწილი

ნახვები: 531 ენტონი ბლინკენი - აშშ-ის ტერიტორიაზე ჩამოგდებული ჩინეთის სათვალთვალო ბურთი არის დიდი ფლოტის ნაწილი

აშშ-ის ტერიტორიაზე ჩამოგდებული ჩინეთის სათვალთვალო ბურთი არის დიდი ფლოტის ნაწილი, რომელიც ხუთ კონტინენტს მოიცავს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ არ იყო ამ ფართო პროგრამის ერთადერთი სამიზნე.

მანამდე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა დაადასტურა, რომ მსგავსი ბურთები დაფრინავდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აღმოსავლეთ აზიასა და ევროპაში.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, ვაშინგტონმა 40 მოკავშირე ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია სავარაუდო ჯაშუშობის პროგრამის შესახებ. აშშ-ის საზღვაო და სანაპირო დაცვის ხომალდები, ასევე მყვინთავები კვლავ ეძებენ ჩამოგდებული ბურთის ნაწილებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა