ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რომან გოცირიძე - ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ეროვნულ ბანკს მარიონეტულ ორგანოდ გადააქცევს

ნახვები: 463 რომან გოცირიძე - ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ეროვნულ ბანკს მარიონეტულ ორგანოდ გადააქცევს

ეროვნულ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ეროვნულ ბანკს ცესკოს მსგავს მარიონეტულ ორგანოდ გადააქცევს. ამის შესახებ სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ კობა გვენეტაძის ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში „რომელიმე ყურმოჭრილ ნამინისტრალს შეიყვანენ, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდება“.

„ის, რაც ახლა პარლამენტში ხდება დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღების სახით, ნიშნავს ეროვნული ბანკის გადაქცევას ცესკოს მსგავს მარიონეტულ ორგანოდ. კობა გვენეტაძის ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიმე ყურმოჭრილ ნამინისტრალს შეიყვანენ ეროვნული ბანკის საბჭოში და იგი გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ყველაფერს ამას გააკეთებენ სალომე ზურაბიშვილის ხელით, რომელსაც ერთხელაც არ ეყო გამბედაობა, შეწინააღმდეგებოდა მთავრობას. სწორედ მისი მორჩილების შედეგად მოხდა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება მოხსნილი მინისტრის მოადგილეებით, მის მიერ შერჩეული კანდიდატები კი პარლამენტმა ჩააგდო.

როცა ვალი გაქვს, გადახდას მოგთხოვენ. სალომე ზურაბიშვილს ათმაგად ახდევინებენ ამ ვალს და თანაც ამცირებენ.

პარტია ბოიკოტშია და ვერ ვესწრები კომიტეტის სხდომებს. სად ეროვნული ბანკის ბედი და სად ბოიკოტის ისტორიული ხიბლი. ობიექტურობისათვის - გრიპიც მაქვს“,- წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი მმართველმა უმრავლესობამ მეორე მოსმენით განხილვის დროს დააკორექტირა და ინიცირებული პროექტი შემდეგი სახის შეცვალა: - ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები იქნებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა