ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს თუ მოაწერს მიშელის დოკუმენტს, კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ ეს მათთვის მანიპულაციის საშუალებაა

ნახვები: 340 გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს თუ მოაწერს მიშელის დოკუმენტს, კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ ეს მათთვის მანიპულაციის საშუალებაა

მოლაპარაკებების შანსი ყოველთვის არის და უნდა იყოს, რადგან ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას.

„მაგრამ აშკარად ვატყობთ, რომ ჩვენი ოპონენტები არანაირად არ არიან მოწოდებულნი სტაბილურობის რაღაც გარემო მაინც შექმნან. თუნდაც იმ საკითხებზე მოვილაპარაკოთ, რასაც ჰქვია საარჩევნო კოდექსი, რომლის განხილვასაც არათუ უგანეს, არც დაესწრნენ და საბოტაჟის რეჟიმში არიან ისევ. მიშელის დოკუმენტი, საერთოდ იგნორირებული დოკუმენტი რატომ მოაგონდათ ახლა, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც ამ დოკუმენტშია საუბარი, მუშაობა მიმდინარეობს. არის თემები, რომლებსაც კიდევ გაგრძელდება და პარტიებს შორის კონსულტაციები სჭირდება. უბრალოდ, პარტიას ვერ ვხედავ მეორე მხარეს, ეს არის საბოტაჟის მოსურნე ჯგუფი, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. მათთვის მიშელის დოკუმენტი რაღაც ფურცელია, რომელსაც, როცა სჭირდებათ, მაშინ აფრიალებენ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, შეკითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობა" ხელს მიაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, „ქართული ოცნება" ისევ მიუერთდება თუ არა მას, ვოლსკიმ აღნიშნა: „იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა" ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს, კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რად ღირს ეს დოკუმენტი მათთვის. ეს არაფერი არ არის, ცარიელი ფურცელია და მანიპულაციის საშუალება. ხან ხელს აწერენ, ხან ხელს არ აწერენ. მაგრამ მთავარი საკითხებია, მაგალითად საარჩევნო კოდექსი და სასამართლო რეფორმა, არათუ მონაწილეობას არ იღებდნენ არასდროს ამ თემაში, ან თემის გამოყენება დესტაბილიზაციისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა. ხელმოწერით ან ხელის მოწერის გარეშე არ იცვლება არსი პოლიტიკური ძალის. ესენი არიან დესტრუქციული, დესტაბილიზაციის მომხრე კონკრეტული ადამიანები კონკრეტული მიზნით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა