Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ელჩი გიორგი ჯანჯღავა - მივიღეთ გადაწყვეტილება, გავემგზავროთ სტიქიის ზონაში, ქალაქ ადიამანში, მიგვაქვს ჰუმანიტარული დახმარება

ნახვები: 548 ელჩი გიორგი ჯანჯღავა - მივიღეთ გადაწყვეტილება, გავემგზავროთ სტიქიის ზონაში, ქალაქ ადიამანში, მიგვაქვს ჰუმანიტარული დახმარება

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ქალაქ ადიამანში გაემგზავრება და ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს.

როგორც ელჩი აცხადებს, მიწისძვრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, გავემგზავროთ სტიქიის ზონაში, ქალაქ ადიამანში, მიგვაქვს ჰუმანიტარული დახმარება. აუცილებლად მოვინახულებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, ჩვენს მაშველებს და შეძლებისდაგვარად წამოვიყვანთ ჩვენს მოქალაქეებს ანკარამდე. გვინდა, მცირე წვლილი შევიტანოთ მათი ევაკუაციის საქმეში. ჩვენ დავეხმარეთ ისედაც ძალიან ბევრ მოქალაქეს, წასულიყო საქართველოში ან გადასულიყო ანკარაში, სტამბოლსა და თურქეთის სხვა მეტად დაცულ რაიონებში. ამჟამად ვეცდებით, ევაკუაციის სქემა შევიმუშაოთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. მოგიწოდებთ თქვენ, მოქალაქეებს და მათ ახლობლებს, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე პირადად მე და ჩვენს თანამშრომლებს, რომ მივიღოთ მონაწილეობა მათ უსაფრთხო გადაყვანაში ქვეყნის სხვა რეგიონებში“,- განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა.

ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა 24 ათასზე მეტი ადამიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა