Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

თავისუფალია ხელოვნება, აბა რა! - სად ნახეთ დატყვევება? - გია ვოლსკი

ნახვები: 603 თავისუფალია ხელოვნება, აბა რა! - სად ნახეთ დატყვევება? - გია ვოლსკი

თავისუფალია ხელოვნება, აბა რა! - სად ნახეთ დატყვევება? , - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მხატვარ სანდრო სულაბერიძის გარშემო მიმდინარე პროცესებს.

ვოლსკის თქმით, „ვიღაცამ მოიფიქრა აქცია - პერფორმანსის“ ჩატარდება, რადგან იფიქრა, რომ „ბევრი პოზიტივია“.

„თავისუფალია ხელოვნება, აბა, რა! და საპირისპირო რა ხდება?! სად ნახეთ დატყვევება? მაგალითი მოიყვანოს ვინმემ, ერთი მაინც. სხვა რამეშია საქმე. კარგი გამოფენები გაკეთდა, კარგი აქციები ჩატარდა, ბევრი პოზიტივიაო ვიღაცამ იფიქრა, ე, მანდ მშვიდობიანი გარემო არ შეიქმნას მაგ სფეროშიო და მოიფიქრეს აქცია -პერპორმანსი”,- წერს ვოლსკი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით ეროვნულ გალერეასთან დღეს აქცია - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ ჩატარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა