რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

მარია ზახაროვა - ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ

ნახვები: 583 მარია ზახაროვა - ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ

15 წლის წინ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა და პროგრესული განვითარება, გახდნენ თანამედროვე და თვითკმარი სახელმწიფოები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა კითხვაზე, როგორ აფასებს რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ და როგორ გეგმავს მოსკოვი ამ რესპუბლიკებთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას?

მისი თქმით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს რუსეთის მოქალაქეობა და მხარს უჭერს რუსეთთან ალიანსის გაღრმავების პოლიტიკას.

ამასთან, ზარახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი ითხოვს საქართველოსგან „სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ და აცხადებს, რომ ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტია.

„ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში, რამაც შექმნა პირობები სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რუსული სამხედრო ბაზები, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვა გარედან შესაძლო პროვოკაციების აღკვეთის მიზნით, რაც აქტუალურია ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში. ჩვენ ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ამ ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც რეგიონში სტაბილურობის გარანტიას.

რუსეთი რჩება რესპუბლიკების მთავარ სავაჭრო პარტნიორად. ორმხრივი ვაჭრობა იზრდება. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ამ ღონისძიებების ერთობლიობა ხელს უწყობს მშპ-ს პროგრესულ ზრდას და მოქალაქეთა კეთილდღეობას, ინვესტიციების მიმზიდველობის გაუმჯობესებას და ეროვნული ბიუჯეტების შემოსავლების მხარის ზრდას. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესები, ქმნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელს, აფართოებს ბაზრებს და შესაძლებლობებს ტურისტული და საქმიანი მოგზაურობისთვის... ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ კურსი ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებთან სამოკავშირეო ურთიერთობების ყოვლისმომცველი განვითარებისკენ“ , - განაცხადა ზახაროვამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა